ლიზ ტრასი - პუტინი კიდევ უფრო ცრუ განცხადებებს აკეთებს და კიდევ უფრო მეტად იმუქრება იარაღის ჟღარუნით - პირობას ვდებ, რომ გავაგრძელებთ და გავზრდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას

უკრაინაში ბარბაროსულ იარაღს იყენებენ ადამიანების მოსაკლავად და დასასახიჩრებლად, გაუპატიურება გამოიყენება, როგორც ომის იარაღი, ოჯახებს შლიან, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ პუტინი, რომელიც ცდილობს გაამართლოს თავისი კატასტროფული წარუმატებლობა. ის აორმაგებს ძალისხმევას კიდევ უფრო მეტი რეზერვისტის საშინელი ბედისთვის გაწირვით. ის კიდევ უფრო ცრუ განცხადებებს აკეთებს და კიდევ უფრო მეტად იმუქრება იარაღის ჟღარუნით. ეს არ იმუშავებს. საერთაშორისო ალიანსი ძლიერია და უკრაინა ძლიერია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინელები არ იცავენ მხოლოდ საკუთარ ქვეყანას - „ისინი იცავენ ჩვენს ღირებულებებს და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას“.

„ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ. სწორედ ამიტომ, კონფლიქტის ამ გადამწყვეტ მომენტში პირობას ვდებ, რომ გავაგრძელებთ და გავზრდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება. სანამ მე ვსაუბრობ, გაერთიანებული სამეფოს ახალი იარაღი უკრაინაში შედის, მათ შორის მეტი MLRS (მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა) რაკეტები. ჩვენ არ დავისვენებთ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ყველა ამ სფეროში, ყველა ამ ფრონტზე, ახლავე უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.

მისი თქმით, ახლა დგას გადამწყვეტი მომენტი ისტორიაში, გაერო-ს ორგანიზაციის ისტორიაში და თავისუფლების ისტორიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა