მარია ზახაროვა - ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა „უხამსი“ იყო, რადგან მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა.

„რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია, რითაც ის დაიწყო. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით და რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მისი თქმით, ბაიდენისა და დასავლური მედიის პროპაგანდა „ეწინააღმდეგება იმას, რაც რეალურად ითქვა“.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის მიმართ ღია ბირთვული მუქარა გააჟღერა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს