საბა ბუაძე - საქართველოს მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ყველაზე კარგი დადასტურება იყო ღარიბაშვილის ვიზიტი გაეროში, როცა კორიდორებში ავი სულივით დასდევდა მსოფლიო ლიდერებს, რომ ფოტო გადაეღო

ღარიბაშვილი არის რუსების ხელის ბიჭის ხელის ბიჭის ხელის ბიჭი, ამიტომაც მისი გზავნილი ვერანაირად ვერ იქნება ადეკვატური იმ გამოწვევებისა, რომელიც მსოფლიოს დღეს აქვს , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილ გამოსვლაზე საუბრისას განაცხადა.

საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ კოჭი გაუგოროს რუსებს.

„მსოფლიოში დღეს მთავარი გამოწვევა არის თანამედროვე ფაშისტური სახელმწიფო რუსეთის სახით და ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ ეს ხელისუფლება ამ თანამედროვე ფაშიზმის წინააღმდეგ არათუ ნაბიჯს გადადგამს, არამედ პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ კოჭი გაუგოროს თანამედროვე ფაშისტებს“, - აღნიშნა საბა ბუაძემ.

ამასთან, საბა ბუაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გაეროში ვიზიტი საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის კარგი დადასტურებაა.

მისივე განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაეროში არცერთი მნიშვნელოვანი და შინაარსიანი შეხვედრა არ ჰქონია მსოფლიო ლიდერებთან, რაც იმას ადასტურებს, რომ საქართველო დღეს მოწყვეტილია დასავლურ სამყაროს.

„საქართველოს მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ყველაზე კარგი დადასტურება და გამოხატულება იყო ღარიბაშვილის გაეროში ვიზიტი, როცა ის კორიდორებში ავი სულივით დასდევდა მსოფლიო ლიდერებს და ცდილობდა, რომ ფოტო გადაეღო. არცერთი შინაარსიანი შეხვედრა, არცერთი იმედისმომცემი გზავნილი, არცერთი გაუმჯობესებული პოზიცია საერთაშორისო თვალსაზრისით არ ყოფილა, იყო მისი ალეწილი სახე გაეროს კორიდორებში, ეს ვნახეთ ჩვენ. არანაირი შინაარსი, ნულოვანი შინაარსის შემცველი იყო და ზუსტად ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველო დღეს მოწყვეტილია დასავლურ სამყაროს“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა