ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო წესრიგი „ჩვენს თვალწინ ნაკუწებად” აქცია და მობილიზაციის გამოცხადებით „ცეცხლს ნავთი“ დაასხა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო წესრიგის „ჩვენს თვალწინ ნაკუწებად ქცევაში“ დაადანაშაულა.

როგორც ბლინკენმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა „ცეცხლს ნავთი“ დაასხა მობილიზაციის გამოცხადებითა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმების“ დაგეგმვით.

აშშ-ის პირველი დიპლომატის განცხადებითვე, პუტინმა პასუხი უნდა აგოს მის ქმედებებზე.

ამასთან, ბლინკენმა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის ჩვენება, რომ „არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით შეცვალოს სხვისი საზღვრები“.

„თუ ჩვენ ვერ დავიცავთ ამ პრინციპს, როდესაც კრემლი ასე უხეშად არღვევს მას, აგრესორებს ყველგან ვუგზავნით გზავნილს, რომ მათაც შეუძლიათ მისი იგნორირება” - დასძინა ბლინკენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა