რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, ვის ეკუთვნის ნაწილობრივი მობილიზაციის“ დროს გაწვევა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ უპირველეს ყოვლისა, „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გამოიძახებენ მსროლელებს, ტანკისტებს, არტილერისტებს, მძღოლებს და მძღოლ-მექანიკოსებს.

ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო დირექტორატის წარმომადგენელმა ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, რომ რეზერვში მოქალაქეების გაწვევის მკაფიო ბრძანება არ არსებობს. თუმცა, პრიორიტეტი ენიჭებათ შესაბამისი სამხედრო სპეციალობების მქონე მოქალაქეებს.

„მობილიზაციაზე გაწვევას, კანონის შესაბამისად, ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. რეზერვში გამოძახებისას, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, საბრძოლო გამოცდილების არსებობაა“ , - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

მათივე განცხადებით, არ გამოიძახებენ დარეზერვებულ მოქალაქეებს (მათ შორისა არიან თავდაცვის მრეწველობის საწარმოების თანამშრომლები), რომლებიც დროებით ვარგისად არ ითვლებიან ჯანმრთელობის მიზეზების გამო, ასევე მათ, ვინც მუდმივად მეურვეობს ოჯახის წევრზე ან I ჯგუფის ინვალიდზე, რომელსაც ჰყავს 16 წლამდე ასაკის ოთხი ან მეტი დამოკიდებული შვილი და რომელთა დედებს, მათ გარდა, ჰყავთ 8 წლამდე ასაკის ოთხი ან მეტი შვილი და ქმრის გარეშე ზრდიან.

საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები რუსები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სამხედროებში, არ ექვემდებარებიან ნაწილობრივ მობილიზაციას, განაცხადეს გენერალურ შტაბში. ამავდროულად, რუსები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან მოკლე მოგზაურობით, შეიძლება გამოიძახონ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში.

რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მტკიცებით,, „ნაწილობრივი მობილიზაციის" პირველ დღეს სამხედრო კომისარიატებში 10 000 ადამიანი საკუთარი ნებით მივიდა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა