გერმანია მზად არის, რუსი დეზერტირებისთვის საერთაშორისო დაცვა უზრუნველყოს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეტერმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის, უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვა რუსებისთვის, რომლებიც თავს არიდებენ ქვეყანაში გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციას. ამის შესახებ მინისტრმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დეზერტირებს, რომლებსაც სერიოზული რეპრესიები ემუქრებათ, შეუძლიათ მიიღონ საერთაშორისო დაცვა გერმანიაში. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და, შესაბამისად, საკუთარ თავს უდიდეს საფრთხეში აყენებს, შეუძლია თავშესაფარი მოითხოვოს გერმანიაში პოლიტიკური დევნის გამო“ , - განაცხადა მინისტრმა.

ამ თემაზე ისაუბრა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა მარკო ბუშმანმაც.

"როგორც ჩანს, ბევრი რუსი ტოვებს სამშობლოს: ყველას, ვისაც სძულს პუტინის გზა და უყვარს ლიბერალური დემოკრატია, თბილად მიესალმებიან გერმანიაში. #ნაწილობრივი მობილიზაცია", - დაწერა მან „ტვიტერში“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს