ნატო -  უმკაცრესად ვგმობთ რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას - ეს მიწები უკრაინაა

ნატო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ნაწილებში რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ“, - ნათქვამია სამხედრო ალიანსის განცხადებაში.

ნატო აღნიშნავს, რომ მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას.

„დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ყალბ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და იქნება გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევა. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ მათ უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას“, - ხაზგასმულია ნატოს განცხადებაში.

როგორც ნატო აღნიშნავს, მოკავშირეები მტკიცედ რჩებიან უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კუთხით.

„ეს მიწები უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უკუაგდონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმი ამ კვირის დასაწყისში პრორუსმა ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად დანიშნეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ჰკითხავენ, სურთ თუ არა რუსეთის ფედერაციას შეუერთდნენ.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა