ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ

ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დაკავებული ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

„პირველივე შესაძლებლობისთანავე დავუკავშირდი მის ოჯახს და დავარწმუნე, რომ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ ინციდენტის გამოძიებას. ჩვენი მთავარი საზრუნავი თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაა“, - აღნიშნა რაისიმ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. გოგონა „ზნეობის პოლიციამ“ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა, ის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. პოლიციაში აცხადებენ, რომ გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, მისი ოჯახი კი ამტკიცებს, რომ მას ჯანმრთელობის, კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები არ ჰქონია. უფლებადამცველი ჯგუფები შიშობენ, რომ ექვსდღიანი საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო