იაპონია უცხოელი ტურისტებისთვის კოვიდშეზღუდვებს აუქმებს და საზღვრებს ხსნის

იაპონიამ გამოაცხადა, რომ 11 ოქტომბრიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კორონავირუსის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს აუქმებს და ორწელიწადნახევრის წინ დახურულ საზღვრებს ხსნის.

”11 ოქტომბრიდან იაპონია შეამსუბუქებს საზღვრის კონტროლის ზომებს, გაათანაბრებს მას აშშ-ის ზომებთან, ასევე განაახლებს უვიზო მიმოსვლას და ინდივიდუალურ მოგზაურობას”, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.

იაპონიამ შეზღუდვები 2020 წლის მარტში დააწესა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს იაპონიას უცხოელი ვიზიტორების რეკორდული რაოდენობა 31.9 მილიონი ვიზიტორი ეწვია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი