დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის ის ტერიტორიები, სადაც ე.წ.რეფერენდუმები მიმდინარეობს, რუსეთის შემადგენლობაში „საკმაოდ მალე შევა“

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიები, სადაც ამჟამად ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის ნაწილი შესაძლოა, „საკმაოდ მალე გახდნენ“.

„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება ჩვენი პარლამენტისა და პრეზიდენტის გარკვეული გადაწყვეტილებები, ასევე საჭირო დოკუმენტების ხელმოწერა, ანუ მთელი რიგი პროცედურები“, - განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა განიხილება, როგორც თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზე, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

„თუკი ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევლენ, მაშინ იქ ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისი დებულებები გავრცელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

კითხვაზე, რამდენ ხანი შეიძლება დასჭირდეს აღიარების პროცესს, პესკოვმა განაცხადა, რომ ზუსტად ვერ იტყვის, მაგრამ დარწმუნებულია რომ "ეს ძალიან მალე იქნება“.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში: დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საოკუპაციო რეჟიმი, რუსეთთან შეერთების საკითხზე, ე.წ. „რეფერენდუმები“ მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა