გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შედგა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ილია დარჩიაშვილმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ შედეგებზე.

„მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის წარმატებულ რეგიონალურ ფორმატებს საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით და ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა თურქეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს თურქეთის თანადგომისთვის. მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა