შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”, - განაცხადა მიშელმა.

მან ასევე განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, - აღნიშნა მიშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა