თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თურქეთი ცალმხრივი რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თურქეთი ცალმხრივი რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს

ცალმხრივი რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა სწორად არ მიგვაჩნია, ჩვენ არ ვაღიარეთ ყირიმის რეფერენდუმი და მისი შედეგი 2014 წელს და ასეთ რეფერენდუმებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

„ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, თურქეთი გულწრფელად ცდილობს, ხელი შეუწყოს ომის დასრულებას.