„დიდი შვიდეული“ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმებს გმობს

„დიდი შვიდეული“ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმებს გმობს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „რეფერენდუმებს“ გმობენ და გაერო-ს წესების დარღვევად აფასებენ.

„ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ რეფერენდუმებს, რომლებიც როგორც ჩანს, არის ნაბიჯი რუსეთის მიერ ანექსიის განხორციელებისკენ და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ანექსიას, თუ ეს მოხდება“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხ ოლქში რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმები“ მიმდინარეობს. უკრაინა და დასავლეთი აცხადებენ, რომ უკანონო „რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებენ.