ირანის საგარეო უწყება - უკრაინის გადაწყვეტილება ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ დაუდასტურებელ ცნობებს ეფუძნება

ირანი სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ უკრაინამ რუსეთისთვის ირანული თვითმფრინავების მიწოდების მიზეზით, ირანთან ურთიერთობები შეამცირა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა.
„უკრაინამ თავი უნდა შეიკავოს მესამე მხარეების ზეგავლენის ქვეშ მოქცევისგან, რომლებიც ცდილობენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს“, - აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნასერ ქანაანის მტკიცებით, „უკრაინის გადაწყვეტილება დაუდასტურებელ ცნობებს ეფუძნება“.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობა შეამცირა.

























