ირანის პრეზიდენტი საპროტესტო აქციებზე - ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს მათ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ეწინააღმდეგება

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის განცხადებით, ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომელმაცქვეყანა მას შემდეგ მოიცვა, რაც ისლამური რესპუბლიკის „ზნეობის პოლიციის“ მიერ დაკავებული ქალი გარდაიცვალა.

„ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს მათ, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ებრაჰიმ რაისმა ხაზი გაუსვა პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დარღვევას შორის გამიჯვნის აუცილებლობას და მოვლენებს „ბუნტი“ უწოდა. მედიის ინფორმაციით, ერთკვირიანი დემონსტრაციების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა, საპროტესტო ტალღა კი ქვეყნის 31 პროვინციას მოედო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს