ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას

ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი თავის მთავარ ამოცანად ისახავს მოლაპარაკებებისთვისა და ისეთი გადაწყვეტილებისთვის ხელის შეწყობას, რომელიც “უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას” გაითვალისწინებდა. ვან იმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი თანასწორობის მომხრეა და ზოგი სახელმწიფოების მიერ სხვებთან მიმართებით ძალის გამოყენების მცდელობების წინააღმდეგ გამოდის.
“გასათვალისწინებელია ყველა, დიდი და პატარა, ქვეყნების ინტერესები, რაც არის გაეროს წესდების ძირითადი პრინციპი. არც ერთი არ უნდა იდგეს სხვაზე მაღლა, არც ერთმა ქვეყანამ ბოროტად არ უნდა უნდა გამოიყენოს თავისი ძალა სხვა სუვერენული ქვეყნების დასაშინებლად”, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარებაში ჩინეთს საკუთარი მიდგომა გააჩნია.
“ჩვენ ვცდილობთ ცხელი კონფლიქტების მშვიდობიანი საშუალებებით მოგვარებას, სამართლიანი და პრაგმატული მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით”, - თქვა ვან იმ.

























