ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამი პირობა მისცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს სამი პირობას მისცა, რომელთა შესახებაც თავის გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა.

“უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ტყვედ ჩაბარდება, სამი რამის გარანტიას აძლევს: რომ თქვენ ცივილიზებულად მოგეპყრობიან, ყველა კონვენციის შესაბამისად; არავინ არ გაიგებს თქვენი ტყვედ ჩავარდნის გარემოებებს, რუსეთში არავინ გაიგებს, რომ თქვენი ტყვედ ჩავარდნა ნებაყოფლობითი იყო; თუ რუსეთში დაბრუნების შეგეშინდებათ და თავად არ ისურვებთ გაცვლას, ჩვენ ვიპოვით ამის უზრუნველყოფის გზებსაც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს მეთაურებს არ აინტერესებთ მოქალაქეების სიცოცხლე, მათ უბრალოდ უნდა შეავსონ “ცარიელი ადგილები” გარდაცვლილი, დაჭრილი, გაქცეული და ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების ნაცვლად. ხოლო ამ ადგილების შევსება შეუძლიათ “თუნდაც ახალგაზრდა IT სპეციალისტებით, რომელთაც საერთოდ არ უმსახურიათ, თუნდაც პენსიონერებით, რომელთაც საბჭოთა ჯარში თუ უმსახურიათ”.

“უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარება უკეთესია, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმების ქვეშ სიკვდილი, ჩვენი სრულიად სამართლიანი დარტყმების ქვეშ, ვინაიდან უკრაინა ამ ომში თავს იცავს”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად