იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს აირჩევენ.

კენჭისყრა ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 23:00 საათზე დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა 4 მილიონზე მეტმა იტალიელმა ხმა უკვე მისცა. ხმის მიცემის უფლება თითქმის 51 მილიონ მოქალაქეს აქვს.

როგორც მედია წერს, უახლესი გამოკითხვების თანახმად, იტალიას სავარაუდოდ მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს, რადგან პარტია „იტალიის ძმები“, რომელსაც ულტრამემარჯვენე ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, ხმათა უმეტესობას მოპოვებს.

არჩევის შემთხვევაში, მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრამემარჯვენე ლიდერი ეყოლება.