დიმიტრი პესკოვი - ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია

კრემლში აცხადებენ, რომ მობილიზაციის და ქვეყნის დატოვების მოლოდინში მყოფი ავტომობილების გრძელი რიგების ფონზე რუსეთის ხელისუფლებას საზღვრების დაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დროისთვის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როდესაც გაწვევა შეცდომით ხდება, თუმცა შეცდომები გამოსწორდება.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ