აკაკი ბობოხიძე - „ქართულმა ოცნებამ“ გამოგვიცხადა, რომ ოკუპაციაზე, გენოციდსა და ქართველების გამოყრაზე საუბარი არის პროვოკაცია და ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ

„ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, აგრძელებს ანტიდასავლური კამპანიისა და ომის შიშის, რუსული პროპაგანდის კულტივირებას - დღეს „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩვენი მთავარი პარტნიორის აშშ-ის საელჩო და „ევროპული საქართველო“ რუსების გაღიზიანებისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში , - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ხვალ, რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობამდე უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.

„თქვენ კარგად იცით, რომ „ევროპული საქართველო“ „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ კამპანიის ფარგლებში ატარებს ღონისძიებას ზუგდიდში, ენგურის ხიდთან და „ქართული ოცნება“ კიდევ შორს წავიდა. მათ სოხუმის დაცემის წლისთავზე გამოგვიცხადა, რომ ამაზე ლაპარაკი, აფხაზეთიდან ქართველების გამოყრაზე ლაპარაკი, ეთნიკურ წმენდასა და გენოციდზე ლაპარაკი თურმე პროვოკაციაა და ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა დავივიწყოთ.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ კამპანიას და ხვალ, რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობამდე უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მხარდამჭერი მსვლელობა გვექნება.

ყველა პატრიოტ ქართველს მოვუწოდებ, მივიღოთ მონაწილეობა, რათა საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ არ შევეგუებით მათ მცდელობას, შეგვაბრუნუნ რუსულ ოკუპაციაში, საქართველო რამენაირად იზოლირებული გახადონ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რითაც კიდევ უფრო ზრიდან საფრთხეს, რომ საქართველო პუტინის რუსეთის იოლი ლუკმა გახდეს. დავანახოთ, რომ გვახსოვს, რომ საქართველო არის ოკუპირებული და მუდმივად მზად ვიქნებით, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორული მთლიანობის მხარდასაჭერად. ქართველი ხალხის ნება არის ურყევი მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს მას.

საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, რომ დაგვტოვოს იზოლაციაში, საერთაშორისო პროცესებიდან ჩამოცილებულმა ქართველმა ხალხმა საკუთარი ურყევი ნებით უნდა გაანეიტრალოს, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე თავისუფალ სამყაროში ღირსეულ ადგილს ვერ დავიბრუნებთ. „ქართული ოცნება“ ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ეგრედწოდებული ოთხეულის განცხადებებზე იმიტომ, რომ ისინი ერთად არიან და არც გამიჯნულან ან აპირებენ, რომ გამეიჯნონ მათ განცხადებებს“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას