ყაზახეთში, 21 სექტემბრიდან დაახლოებით 98 000 რუსი შევიდა

ყაზახეთში, 21 სექტემბრიდან დღემდე, რუსეთის 98 000-მდე მოქალაქე შევიდა, - ინფორმაციას რუსული მედია რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის კომიტეტის თავმჯდომარეზე, ასლან ატალიკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, ყაზახეთში 21 სექტემბრიდან დღემდე, 98 000-მდე რუსი შევიდა და 64 234-მა რუსმა კი ქვეყანა დატოვა“, - განაცხადა ასლან ატალიკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მობილიზაციის ფარგლებში 300 000-მდე რეზერვისტის მობილიზება იგეგმება.

























