მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსულ გაზსადენებზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული აქტია

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენზე მომხდარი გაჟონვა დივერსიული ქმედების შედეგია.

„დღეს ჩვენ დივერსიული აქტის მომსწრე გავხდით, არ ვიცით მომხდარის ყველა დეტალი, მაგრამ ნათლად ვხედავთ, რომ ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემდეგ ნაბიჯთან“, - განაცხადა მან დღეს, ნორვეგიასა და პოლონეთს შორის გაზსადენ „ბალტიის მილსადენის“ გახსნის ცერემონიაზე.

შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მილსადენმა, რომელიც რუსეთს გერმანიასთან ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, ორ წერტილში გაჟონა. გუშინ კი მსგავსი გაზის გაჟონვა მოხდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენზე. აღსანიშნავია, რომ ამჟამად არცერთი მათგანი არ მუშაობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა