სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით, კობა კობალაძემ სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა

სოხუმის დაცემიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ინფორმაციას ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„27 სექტემბერი საკმაოდ მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ქვეყანა ბრძოლისთვის მზად უნდა იყოს. ამ ქვეყანას ერთი მომავალი აქვს - ძლიერი და თავისუფალი! დღეს, ჩვენ გარდაცვლილი თანამებრძოლების სულებს პატივს მივაგებთ. მადლობას ვუხდით მათ ოჯახებს, მთლიანად საქართველოს, მათ შორის, თქვენც, რომ უნარი გაქვთ, თითოეულ ჩვენგანს ეროვნული თავისუფლება აგრძნობინოთ, თუ რა მძიმე მისიაა," - განაცხადა ჟურნალისტებთან კობა კობალაძემ.

მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, კობა კობალაძე, გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. კობა კობალაძემ, ასევე, ყვავილებით საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი შეამკო, რომელიც გმირთა მოედანზე დღეს გაიხსნა.

სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, უწყების თანამშრომლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო