პრემიერ-მინისტრი ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო მთავარი განსახილველი საკითხები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებული პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული, მათ შორის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საპარლამენტო მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ყურადღება დაეთმო პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ავსტრიაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში შედგა და ითქვა, რომ ამ ვიზიტმა ორმხრივ ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ავსტრიის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა ეტაპზე და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრიორიტეტებზე ქვეყანა ინკლუზიურად მუშაობს, კერძოდ პროცესში ჩართულია როგორც მთავრობა და პარლამენტი, ისე ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება.

პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

საუბარი შეეხო ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასა და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებაში.

ყურადღება დაეთმო ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას და შავი ზღვის კავშირის გაძლიერებაზე მუშაობას, რომელიც ითქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის საერთო მიზანია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო სტუმართა მხრიდან: ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები - ფრანც ესლი, სიბილ ჰამანი და მარტინა კიუნსბერგ სარე, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი და საპარლამენტო ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლუკას მუსი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა