შალვა პაპუაშვილი - „შავი ფული“ ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე - ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები „შავი ფულით“ ფინანსდება

შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც აქამდეც იყო ეჭვები და ახლა ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ პოლიტიკური პარტიები შავი ფულით ფინანსდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა „მომსწრე ვართ აღიარების", რას ნიშნავს "ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში“.

"საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას ყოველთვის პოულობს, ჩვენ ახლა მომსწრე ვართ პირდაპირ აღიარებისა, რას ნიშნავს ოლიგარქიული ფული პოლიტიკაში და ვხედავთ, რას ნიშნავს ძალადობა პოლიტიკაში. ჩვენ ფაქტობრივად, რასაც ვისმენთ ეს არის აღიარება, რომ ეს არის ერთი ადამიანის ფული, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაში, ეს ფული არსად დეკლარირებული არ არის ამ პოლიტიკურ პარტიებზე. ეს ფაქტობრივად აღიარებაა, რომ შავი ფული ტრიალებს ოპოზიციურ ფლანგზე, რაზეც ეჭვები იყო აქამდეც და ახლა პირდაპირ ვხედავთ პირდაპირ აღიარებას, რომ შავი ფულით ფინანსდება პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა