ჩრდილოეთ ოსეთში სხვა რეგიონებიდან ტრანსპორტის შესვლის შეზღუდვა იგეგმება

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობა გეგმავს რესპუბლიკაში ტრანსპორტის სხვა რეგიონებიდან შესვლის შეზღუდვას, შეზღუდვა რესპუბლიკის მოსახლეობას არ შეეხება. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

რუსული მედიის ინფორმციით, ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტული მანქანების და მოქალაქეების დიდი რაოდენობით დაგროვებით აიხსნება. იგეგმება შესაბამის განკარგულებაზე ხელის მოწერა.

რეგიონის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ აღნიშნა, რომ მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთში და აქვთ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, რეგიონში თავისუფლად შეძლებენ შესვლას.

26 სექტემბერს რესპუბლიკის ხელისუფლებამ ზემო ლარსის გამშვები პუნქტით საქართველოში გასამგზავრებლად რიგში ათასობით ავტომობილის დაგროვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

27 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, საზღვრის გადაკვეთა უკვე შესაძლებელი იქნება ფეხით. გარდა ამისა, გადაწყდა საგუშაგოსთან არსებული სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის აღჭურვა.

მენიაილომ განაცხადა, რომ საგუშაგოზე დაინერგება ელექტრონული რიგი და შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა