ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგებს

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული უკანონო „რეფერენდუმების“ ყალბ შედეგებს არ აღიარებს.

„ევროკავშირი გმობს უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარებას და მათ გაყალბებულ შედეგებს. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი ხელყოფა, ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის ფონზე. მივესალმებით უკრაინელების გამბედაობას, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევას“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, უკრაინის ოთხი ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს გაიმართა. საოკუპაციო რეჟიმმა „რეფერენდუმების“ შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც რუსეთთან შეერთებას „კენჭისყრაში“ მონაწილეების დიდი ნაწილი უჭერს მხარს.