სერგი კაპანაძე ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ჩასვლაზე - მე ამას ვუყურებ დიდი ანექსიური პოლიტიკის პატარა გამოვლინებად - დასავლეთთან მუშაობაა საჭირო, რომ ანექსიაზე ორიენტირებული ნაბიჯი დასანქცირდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა და მისი განცხადებები არის „პუტინის მაამებლად“.

როგორც კაპანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთი ცდილობს ე.წ. სამოკავშირო სახელმწიფო წამოწიოს წინა პლანზე, სადაც ცდილობს ბელორუსი და ოკუპირებული ტერიტორიები შეათრიოს.

მისი შეფასებით, ეს პრაქტიკულად ანექსიაა, ოღონდ სხვა ფორმის.

„რუსეთის და პუტინის მეგობრები დღეს ვინც არიან , სრულიად იზოლირებულები არიან ცივილიზებული სამყაროსგან, მათ შორის, არის ალექსანდრე ლუკაშენკო და ოკუპირებული ტერიტორიების ხელმძღვანელობაც აღმოჩნდა მათ რიგებში. ლუკაშენკო, რომელიც სანქციების ქვეშ არის, ამას აკეთებს პუტინის მაამებლად. მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთი ცდილობს ე.წ. სამოკავშირო სახელმწიფო წამოწიოს წინა პლანზე და ბელარუსი და ოკუპირებული ტერიტორიები შეათრიოს. ეს პრაქტიკულად ანექსიაა, ოღონდ სხვა ფორმის. საბოლოო ჯამში, ბელარუსმა რომც აღიაროს მიმაჩნია, რომ ასეთი ქვეყნების მხრიდან აღიარება, როგორებიც არიან ცივილიზირებული სამყაროსგან ჩამოცილებული და შეხებაში არ მყოფი სახელმწიფოები, ეს საბოლოო ჯამში საქართველოს ინტერესებს არ ვნებს. მე ამას ვუყურებ დიდი ანექსიური პოლიტიკის პატარა გამოვლინებად“,- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით ბელარუსისთვის ძალიან მკაცრი პასუხი უნდა ჰქონდეს.

„ეს უნდა იყოს განცხადება, ჩრდილოელ პარტნიორებთან მუშაობა იმ მიზნით, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამს ბელარუსი, თუნდაც ეს იყოს სამეკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში აფხაზეთის შეყვანა, მეტი სანქცია გავრცელდეს ბელორუსიის მიმართ. დასავლეთთან მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ აფხაზეთთან მიმართებაში ანექსიაზე ორიენტირებული ნაბიჯი დასანქცირდეს კიდევ უფრო მეტად“,- განაცხადა კაპანაძემ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა