აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანული და სომხური მხარეები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა არამ ტოროსიანმა სოციალურ ქსელში დაწერა,რომ 28 სექტემბერს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ნაღმტყორცნებიდან და მსხვილი კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე მდებარე სომხური საბრძოლო პოზიციების მიმართულებით.

მისი თქმით, სომხურმა მხარემ საპასუხო მოქმედებები განახორციელა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მისი სამხედრო მოსამსახურე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად დაიჭრა.

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, 28 სექტემბერს დაახლოებით 18:00 საათზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სხვადასხვა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის ოლქის ალაგოლიარის მიმართულებით. დაბომბვის შედეგად დაიჭრა აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურე. მითითებულ მიმართულებით დისლოცირებულმა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ უწყებას ეკისრება“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად