უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტში HIMARS-ის 18 სარაკეტო სისტემაც იქნება

უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების 1.1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პაკეტში HIMARS-ის 18 სარაკეტო სისტემაც იქნება. ინფორმაციას ამის აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გარდა, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის: 150 შეჯავშნული ჰამერი (HMMWV); 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის ბუქსირებისთვის; 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის გადასაწყვანად; 2 რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის; 20 მრავალფუნქციური რადარი; უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები; ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, სათვალთვალო სისტემები და ოპტიკა; ფეთქებადი იარაღი განადგურების აღჭურვილობა; დამცავი ჟილეტები და სხვა საველე აღჭურვილობა; წვრთნის, მომსახურებისა და დახმარების დაფინანსება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შემოჭრიდან აშშ-მა უკრაინას 16.2 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო უსაფრთხოებისთვის.

























