სალომე სამადაშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე - უკვე უნდა იყოს გამოწვეული მინსკიდან ელჩი კონსულტაციებისთვის და ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა

ნაბიჯები რაც გადაიდგა, არაადეკვატურია - უკვე უნდა იყოს გამოწვეული მინსკიდან ელჩი კონსულტაციებისთვის და ბელარუსს უკვე უნდა ჰქონდეს მიღებული დიპლომატიური ნოტა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, ვლადიმერ პუტინი ბელარუსთან ერთად ემზადება იმისთვის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ასევე იმ მიწებით, რომელსაც ფიქრობს, რომ წაგლეჯს უკრაინას, შექმნას ახალი გაერთიანება და ლუკაშენკოს "ვიზიტსაც" ამ ჭრილში უნდა განვიხილავდეთ.

მისი თქმით, საფრთხე, რომ ბელარუსი აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ხელშესახებია და საჭიროა დიპლომატიური ნოტით ხელისუფლებამ ბელარუსს მოსთხოვოს, რომ დაადასტუროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თუ ეს ასე არ მოხდება, ბელარუსის ელჩი ასევე უნდა იქნას ქვეყნიდან კონსულტაციებზე გაწვეული.

„ამასთან, ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს გაგზავნილი მოთხოვნები გაერო-ში, ეუთო-ში, ევროკავშირში, რომ დაბარებულ იქნას ბელარუსის ელჩები ამ ორგანიზაციებში და გაფრთხილებული, რომ მათი მხრიდან აღიარების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები გამოიწვევს სანქციების გამკაცრებას და გამოუსწორებელი დარტყმა მიადგება ბელარუსის ეკონომიკას. ვითარება აქამდე იმიტომ მივიდა, რომ 10 წელია გვყავს ხელისუფლება, რომელიც ატყუებს ხალხს, რომ თითქოს შეძლო ურთიერთობების დარეგულირება რუსეთთან, რეალური შედეგს კი დღესაც ვხედავთ, ამავე დროს ჩიხში შეიყვანა ევროატლანტიკური მომავალი,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს