ეროვნული ეკონომიკის მხარდასაჭერად გერმანია 200 მილიარდ ევროს გამოყოფს

ეროვნული ეკონომიკის მხარდასაჭერად გერმანია 200 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთი უხეშ ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპული ეკონომიკების წინააღმდეგაც და აღნიშნული თანხა ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ეროვნული ეკონომიკისა და მოქალაქეების მხარდასაჭერად გამოიყოფა.

“რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება მთელი თავისი სისასტიკით… ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინელებს შეუძლიათ საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა; მათ შეუძლიათ ჩვენი და მსოფლიო თანამეგობრობის იმედი ჰქონდეთ, რომელიც უბრალოდ არ უყურებს როგორ ესხმება უფრო დიდი და ძლიერი მეზობელი სხვა ქვეყანას. ჩვენ მომავალშიც სოლიდარულები ვიქნებით. თუმცა ჩვენ იმაზეც ვიზრუნებთ, რომ ჩვენი ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა გაუმკლავდეს ასეთ დიდ გამოწვევას… ომში რუსეთი არა მხოლოდ შეიარაღებას იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ენერგიის მიწოდებასაც საერთაშორისო დონეზე”, - განაცხადა შოლცმა.

ამავდროულად, კანცლერმა თქმით, “ჩრდილოეთ ნაკადის” მილსადენებზე მომხდარი დაზიანებების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს მომავალში რუსეთიდან გაზის მიწოდებები აღარ იქნება, თუმცა გერმანია კარგადაა მომზადებული ასეთი სცენარისთვის. ამავდროულად, მიზანია ენერგორესურსებზე ფასის კლება.

“ფასები რომ დაეცეს, ახლა შემოგვაქვს დიდი “დამცავი ფარი”... ეკონომიკური სტაბილიზაციის ფონდიდან, რომელიც 200 მილიარდ ევროს მიაღწევს”, - აღნიშნა კანცლერმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება