ვალერი ზალუჟნი - ასეთი მეზობლობის პირობებში უკრაინა ისრაელის ანალოგიურად სამხედრო სახელმწიფო უნდა გახდეს

ვალერი ზალუჟნი - ასეთი მეზობლობის პირობებში უკრაინა ისრაელის ანალოგიურად სამხედრო სახელმწიფო უნდა გახდეს

ასეთი მეზობლობის პირობებში უკრაინა ისრაელის ანალოგიურად სამხედრო სახელმწიფო უნდა გახდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ უკრაინის მთავარ რაბინთან მოშე რეუვენ ასმანთან შეხვედრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე დაწერა.

“დღეს პატივი მქონდა გენერალურ შტაბში უკრაინის მთავარ რაბინს მოშე რეუვენ ასმანს შევხვედროდი და მივსალმებოდი. მივიღე კურთხევა გამარჯვებისთვის და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინისა და მისი შეიარაღებული ძალების გულწრფელი მხარდაჭერის სიტყვები. ბაბი იარის ტრაგედიის ხსოვნის დღეს ძალიან რთულია მის გამეორებაზე მარიუპოლში, ბუჩაში, ირპინში, იზიუმსა და სხვა ქალაქებში. ამ ომმა აჩვენა ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ არის ბოროტების განსახიერება”, - წერს ზალუჟნი.

მისი თქმით, მთავარმა რაბინმა აღნიშნა, რომ დღეისთვის სწორედ რუსეთის ფაშისტური სახელმწიფო.

“მიმაჩნია, რომ ასეთი სამეზობლოს პირობებში უკრაინა ისრაელის ანალოგიურად სამხედრო სახელმწიფო უნდა გახდეს. ჩვენ ვისაუბრეთ ებრაელი სამხედრო კაპელანის დანიშვნისა და სამხედრო მოსამსახურეების სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხებზე. გულწრფელად მადლობელი ვარ ისრაელში ჩვენი დაჭრილი მეომრების მკურნალობისთვის და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის”, - წერს მთავარსარდალი.