ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ახალ ტერიტორიებს კი არ მიიღებს, არამედ ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან” გაიგივდება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ახალ ტერიტორიებს კი არ მიიღებს, არამედ ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან” გაიგივდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკით თქმით, რუსეთი ახალ ტერიტორიებს კი არ მიიღებს, არამედ ე.წ. “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან” გაიგივდება.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“რუსეთი არ მიიღებს უკრაინის ახალ ტერიტორიას. რუსეთი მიუერთდება იმ კატასტროფას, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიტანა. რუსეთი საკუთარ თავს გააიგივებს ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკასთან” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან”, საბოლოოდ გაანადგურებს ნორმალური სახელმწიფოებრიობის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ რუსეთში”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, იმის ფასი, რომ “ერთ ადამიანს რუსეთში უნდა ამ ომის გაგრძელება, იქნება ის, რომ მთელი რუსული საზოგადოება დარჩება ნორმალური ეკონომიკის, ღირსეული ცხოვრებისა და ადამიანური ფასეულობებისადმი პატივისცემის გარეშე. “ოკუპანტი უკრაინის დაპყრობილ ტერიტორიას საფლავებით ავსებს და სულ უფრო მეტი საფლავია თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ოკუპანტი დაპყრობილ ტერიტორიაზე აწყობს წამების კამერებს - და რუსეთი მთელ ტერიტორიას შეავსებს წამების კამერებით. რუსეთის პოლიცია და რუსული სპეცსამსახურები ახლა მხოლოდ ასე იმუშავებენ. რუსეთში კანონი განადგურდა. და ისინი, ვინს რუსეთიდან ყველა ეს სიკვდილი, დაცინვა, გაუპატიურება მოიტანა, თავისკენ სახლში წაიღებენ’”, - თქვა პრეზიდენტმა.