თამარ გაბუნია - ამირან გამყრელიძე სისტემაში რჩება, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონსულტატის პოზიციაზე მუშაობას

მინდა გითხრათ, რომ ამირან გამყრელიძე სისტემაში რჩება, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონსულტატის პოზიციაზე მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კერძოდ, მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს NCDC -ის ყოფილი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ "ინტერპრესნიუსთან" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ კომენტარს, რომ ის თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2 წელი არ აპირებდა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამირან გამყრელიძე კვლავ სისტემაშია და ცენტრს საკუთარ რჩევას და გამოცდილებას უზიარებს.

„მინდა გითხრათ, რომ ამირან გამყრელიძე რჩება სისტემაში, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონსულტატის პოზიციაზე მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ გვაქვს მისი რჩევის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიმდინარე პერიოდში. ის სისტემაში კვლავაც არის", - აღნიშნავს გაბუნია.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში