ჯო ბაიდენი - ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას კონტროლი აღადგინოს მის ტერიტორიებზე

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მცდელობების მხარდაჭერას კონტროლი აღადგინოს მის ტერიტორიებზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ გმობს რუსეთის თაღლითურ მცდელობებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ანექსია მოახდინოს.

„რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართალს, ფეხქვეშ თელავს გაერო-ს ქარტიას.

არ შეგეშალოთ: ამ ქმედებებს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აშშ ყოველთვის პატივს სცემს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს”, - წერია აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებაში.

ამავდროულად, ბაიდენი აანონსებს, რომ დღეს აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რუსეთის საწინააღმდეგო ახალ სანქციებს გამოაცხადებენ.

“ეს სანქციები გამიზნული იქნება ფიზიკურ პირებსა და დაწესებულებებზე - რუსეთის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ - რომლებიც პოლიტიკურ ან ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შეცვლის უკანონო მცდელობებს. ჩვენ გავაერთიანებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა დაგმოს ეს ნაბიჯები და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს”, - წერია განცხადებაში.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ აღჭურვილობით, რომელიც მას თავის დასაცავად სჭირდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს