იენს სტოლტენბერგი - პუტინის გამარჯვება კატასტროფული იქნება უკრაინისთვის და ძალიან ცუდი ჩვენთვის - ძალიან ნათლად გავაგებინეთ რუსეთს, რომ მძიმე შედეგები მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას უკრაინაში

პუტინის გამარჯვება კატასტროფული იქნება უკრაინისთვის და ძალიან ცუდი ჩვენთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ „უკრაინის წარმატებებს პუტინის ესკალაციები მოჰყვება და იცვლება თუ არა ამით ნატო-სთვის რამე.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს.

„პუტინის გამარჯვება კატასტროფული იქნება უკრაინისთვის და ძალიან ცუდი ჩვენთვის. თუ უსმენთ რასაც ამბობს, მისი გამარჯვება საფრთხეს შეუქმნის აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს. ამიტომ ჩვენ ვიხდით უკრაინის მხარდასაჭერად ფასს, რომ წააგოს - ფასი გაცილებით მეტი იქნება. ძალიან ნათლად გავაგებინეთ რუსეთს, რომ მძიმე შედეგები მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას უკრაინაში. ყოველთვის არის რისკი უკრაინის გარეთ ესკალაციის. დამატებით ძალებს ვაგზავნით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილებში. ნატო-ს მიზანია უკრაინის მხარდაჭერა და ამავდროულად ესკალაციის თავიდან არიდება და პუტინისთვის მესიჯის მიწოდება, რა მოყვება ატომური იარაღის გამოყენებას“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა