იენს სტოლტენბერგი - დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი, ყირიმი უკრაინაა - თუ რუსეთი შეწყვეტს ომს - მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო

პრეზიდენტი პუტინი უკრაინის კიდევ მეტ ტერიტორიაზე აცხადებს პრეტენზიას, როგორც რუსეთის ნაწილზე. ეს არის ძალის გამოყენებით ევროპული ტერიტორიის ყველაზე დიდი ანექსიის მცდელობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო არ აღიარებს უკრაინის რეგიონებს : დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონსა და ზაპოროჟიეს რუსეთის ნაწილად.

„ყალბი რეფერენდუმები მოსკოვში შემუშავდა და უკრაინაში საერთაშორისო კანონის სრული დარღვევით ჩატარდა. ეს ქმედება უკანონო და არალეგიტიმურია. ნატო-ს მოკავშირეები არცერთ ამ ტერიტორიას არ აღიარებენ, როგორც რუსეთის ნაწილს. ეს მიწები უკრაინაა. დონეცკი - უკრაინაა, ლუგანსკი - უკრაინაა, ხერსონი - უკრაინაა, ზაპოროჟიე - უკრაინაა ისევე, როგორც ყირიმია უკრაინა. რუსეთი უკვე მეორედ იკავებს უკრაინის ტერიტორიას ძალით, მაგრამ ეს კონფლიქტის ბუნებას არ ცვლის და ის ისევ რჩება რუსეთის სასტიკ აგრესიულ ომად უკრაინის წინააღმდეგ და ეს არ ცვლის ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო არ არის კონფლიქტში უშუალოდ ჩართული, მაგრამ ეხმარება უკრაინას იმისთვის, რომ შეძლოს თავის დაცვა რუსეთის აგრესიისგან.

„პუტინმა ათასობით დამატებითი ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, ჩართულია უპასუხისმგებლო ბირთვული ძალის გამოყენების მუქარაში და ახლა უკანონოდ განახორციელა უკრაინის ახალი ტერიტორიების ანექსია. ეს ყველაფერი წარმოადგენს სიტუაციის ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ომის დაწყების შემდეგ. არცერთი ეს ქმედება არ აჩვენებს ძლიერებას, ეს აჩვენებს სისუსტეს. ეს იმის აღიარებაა, რომ ომი არ მიდის გეგმის მიხედვით და პუტინი სტრატეგიულ მიზნებს ვერ ასრულებს.

ამ ომზე სრული პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება და მისი დასრულებაც მის პასუხისმგებლობაშია, დაასრულოს მამაცი უკრაინელი ხალხის ტანჯვა, ენერგო და სასურსათო კრიზისი.

თუ რუსეთი შეწყვეტს ომს - მშვიდობა იქნება, თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას - ის აღარ იარსებებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო. ნატო ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ვინარჩუნებთ სიმტკიცეს, აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა უკრაინას, რომელიც აგრძელებს თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო