ენტონი ბლინკენი - ყურადღებით ვაკვირდებით, ხომ არ აკეთებს რაიმე ისეთს რუსეთი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ განიხილავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას -  დღეისთვის ჩვენ არ გვინახავს მათი ასეთი ქმედებები

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს არ უნახავს, რომ რუსეთი მართლაც დგამდეს ნაბიჯს, რომელიც მოგვცემდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინასთან ომში. თუმცა, მისი თქმით, აშშ ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ „ბირთვული იარაღის ჟღარუნს“. ამის შესახებ CNN იუწყება.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ხომ არ აკეთებს რაიმე ისეთს რუსეთი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ განიხილავენ ბირთვული იარაღის გამოყენებას. დღეისთვის ჩვენ არ გვინახავს მათი ასეთი ქმედებები.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ რუსეთი დაკავებულია საშინელი სისასტიკით უკრაინისადმი და ამიტომ მუქარებს, რომლებიც მათგან მოდის, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით“, - განაცხადა ბლინკენმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო