რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიესთან სამოქალაქო კოლონის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, დაშავებულია 88 ადამიანი. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა იგორ კლიმენკომ "ფეისბუქზე" განაცხადა.

„დაღუპულთა შორის ორი ბავშვია: 11 წლის გოგონა და 14 წლის ბიჭი. დაშავდა 3 წლის გოგონაც“, - განაცხადა კლიმენკომ.

მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის პოლიციელი.

„სტრატეგიული გამოძიების ადგილობრივი სამმართველოს 36 წლის თანამშრომელი დაიღუპა. დაშავდა ბერდიანსკის სამხარეო ადმინისტრაციის კიდევ 27 პოლიციელი, მათგან 4 მძიმე მდგომარეობაშია. ბიჭები იყვნენ სამსახურში, იცავდნენ წესრიგს“, - განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა.

კლიმენკოს თქმით, ტრაგედიის ადგილზე 80-მდე სპეციალისტი აგრძელებს მუშაობას.

„ჯერჯერობით ცნობილია, რომ რუსებმა დარტყმა მოდერნიზებული S-300 რაკეტებით განახორციელეს. რუსეთის ჯარმა იცოდა, რომ აქ ბევრი ხალხი იყო. განსაკუთრებით დილით. ეს არის მიზანმიმართული მასობრივი მკვლელობა“, - აღნიშნა კლიმენკომ.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება