ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, 120 ათასი პირის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რის შედეგადაც, რუსეთის არმიაში 120 ათას პირს გაიწვევენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მათივე ცნობით, გაწვევა ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან - 1 ნოემბრიდან დაიწყება.

„2022 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის 18-დან 27 წლამდე იმ მოქალაქეების, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან 1998 წლის 28 მარტის „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნას, 120 ათასი ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, კონტრადმირალმა ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, უკრაინაში „სპეცოპერაციაში“ ახალწვეულები არ ჩაერთვებიან. მანვე ახალწვეულების მშობლებს მიმართა, რომ ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ და ერთი წლის შემდეგ მათი შვილები სახლებში დაბრუნდებიან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, 120 ათასი პირის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რის შედეგადაც, რუსეთის არმიაში 120 ათას პირს გაიწვევენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მათივე ცნობით, გაწვევა ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან - 1 ნოემბრიდან დაიწყება.

„2022 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის 18-დან 27 წლამდე იმ მოქალაქეების, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან 1998 წლის 28 მარტის „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის მოთხოვნას, 120 ათასი ადამიანის ოდენობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, კონტრადმირალმა ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, უკრაინაში „სპეცოპერაციაში“ ახალწვეულები არ ჩაერთვებიან. მანვე ახალწვეულების მშობლებს მიმართა, რომ ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ და ერთი წლის შემდეგ მათი შვილები სახლებში დაბრუნდებიან.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი