დიმიტრი მედვედევი - ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში, გადასარევი იდეაა, უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს

უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება თუ უკრაინა ბრძოლას არ შეწყვეტს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პირად „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი მესამე მსოფლიო ომის დაწყებას დააჩქარებს.

„ზელენსკის უნდა დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. გადასარევი იდეაა. უბრალოდ ემუდარება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მესამე მსოფლიო ომის დაწყება დააჩქაროს“, - წერს მედვედევი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის სიტყვებზე, რომ თუ უკრაინა ბრძოლას შეწყვეტს - გაქრება როგორც სახელმწიფო.

„რა ცინიკური ბიჭია - თუ არ შეწყვეტს, უკრაინელების მნიშვნელოვანი ნაწილი გაქრება“, - წერს მედვედევი.

მისი აზრით, რუსეთს ახლა „დღესასწაული” აქვს, უკრაინას და დასავლეთს კი „მძიმე ნარკოტიკები, დემენცია და ცინიზმი”.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა