ოლექსი დანილოვი - უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი

უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციას უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ფრონტზე ესკალაცია მოხდება იმის გამო, რომ რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა და ოკუპანტები შეეცდებიან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.

ამასთან, დანილოვი ირწმუნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

„რუსეთი შეეცდება მაქსიმალური ზიანი მოგვაყენოს, მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების, გვესმის, რა ხდება ფრონტზე. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც წინ მიიწევს ხარკოვისა და ლუგანსკის მიმართულებით. ჩვენ მადლობელი ვართ მათი, ვინც დონეცკის მიმართულებას იცავს და ასევე სხვების. გვესმის, რა ხდება ფრონტზე. ჩვენი ჯარები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის მცდელობა, რადგან მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა დანილოვმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა