ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტოშირო ინომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი შემთხვევაა, როცა ჩრდილოეთ კორეამ ერთ კვირაში ოთხი რაკეტა გამოსცადა.

„ასეთი ესკალაცია საფრთხეს უქმნის იაპონიის, რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოებას“, - აღნიშნა მან.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, დღეს გაშვებულმა ერთ-ერთმა რაკეტამ 400 კილომეტრამდე მანძილი დაფარა, მეორემ კი დაახლოებით 350 კილომეტრი, ორივე მათგანი, სავარაუდოდ, ზღვაში ჩავარდა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ.

ცნობისათვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ხუთშაბათს, ერთდღიანი ვიზიტით, სამხრეთ კორეას ეწვია. ის ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ესტუმრა, კიდევ ერთხელ გაიმეორა ვაშინგტონის ვალდებულება, დაიცვას თავისი მოკავშირე და ფხენიანი ადამიანის უფლებების დარღვევისთვის გააკრიტიკა. მხარეებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა