თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის რეგიონების ანექსიის შესახებ საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარა არ აღიარებს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის შესახებ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება არის საერთაშორისო სამართლის დადგენილი პრინციპების სერიოზულ დარღვევა.

„თურქეთმა არ აღიარა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წლის არალეგიტიმურ რეფერენდუმზე და ხაზს უსვამს თავის მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ყოველ ჯერზე. 2014 წელს მიღებული ამ პოზიციის შესაბამისად, ჩვენ უარვყოფთ რუსეთის გადაწყვეტილებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის შესვლა გამოაცხადა. ეს რეგიონები უკრაინის ტერიტორიის 15%-ს შეადგენენ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვის ეს ნაბიჯი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ანექსიის მცდელობად შეაფასა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს