მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებას აზრი არ აქვს მათთან, ვინც "ძვლებზე ცეკვავს" - მოლაპარაკება შესაძლებელია რუსეთის ახალ პრეზიდენტთან

მიხაილო პოდოლიაკი - მოლაპარაკებას აზრი არ აქვს მათთან, ვინც "ძვლებზე ცეკვავს" - მოლაპარაკება შესაძლებელია რუსეთის ახალ პრეზიდენტთან

რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ ახალ პრეზიდენტთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინთან და მის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, რადგან მათი სიტყვების ფასს უარყოფითი ღირებულება აქვს.

„აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც "ძვლებზე ცეკვავს" - პუტინთან და მის გარემოცვასთან. მათი სიტყვების ფასს უარყოფითი მნიშვნელობა აქვს. მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის ახალ პრეზიდენტთან, რომელიც უფრო ადეკვატურად შეაფასებს რეალობას“, - დაწერა პოდოლიაკმა „ტვიტერზე“.