დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, გაზსადენზე “ჩრდილეთის ნაკადი 2” ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, გაზსადენზე “ჩრდილეთის ნაკადი 2” ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა

დანიის ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, გაზსადენზე “ჩრდილეთის ნაკადი 2” ბუნებრივი აირის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ განცხადებას სააგენტო Twitter-ზე ავრცელებს.

“კომპანიამ Nord Stream 2 AG აცნობა დანიის ენერგეტიკის სააგენტოს, რომ NS2 A გაზსადენზე მიღწეულია სტაბილური წნევა. ამრიგად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ მილსადენზე გაზის გაჟონვა შეჩერებულია”, - წერს დანიის ენერგეტიკის სააგენტო.