ლატვიის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი პრო-დასავლურმა ცენტრისტულმა პარტიამ დაიკავა

ლატვიის საპარლამენტო არჩევნების შედეგები ცნობილია.
The Guardians-ის ინფორმაციით, არჩევნებში პირველი ადგილი მოქმედ პრემიერ-მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშის პრო-დასავლურმა ცენტრისტულმა პარტია „ახალმა კავშირმა“ დაიკავა, რის შედეგადაც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უცვლელი დარჩება.
პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 19%-ის მოპოვება შეძლო.
როგორც გამოცემა წერს, „ახალი კავშირი“ სხვა პრო-დასავლურ პარტიებთან ერთად კოალიციას შექმნის.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში პრო-რუსულმა პარტია „ჰარმონიამ“, რომელსაც როგორც წესი მხარს ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობა უჭერს, საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა ვერ შეძლო.

























