წინასწარი მონაცემებით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ბულგარეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის ცენტრისტულ-მემარჯვენე პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ (GERB) ლიდერობს, - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 99%-ი, რომლის თანახმადაც, პარტიამ ხმების 25.4%-ი მიიღო.

საბოლოო ოფიციალური შედეგების გამოქვეყნება მოსალოდნელია ხუთშაბათს, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის შემდეგ.

„ევრონიუსი“ იუწყება, რომ პარტია GERB-ს, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, კოალიციის შექმნა გაუჭირდება.